Turkish Airlines-ი რუსეთში ფრენებს წყვეტს

თურქული ავიაკომპანია – Turkish Airlines-ი პირველ ივნისამდე რუსეთში ფრენებს წყვეტს.

აღნიშნულ დრომდე ქვეყნებს შორის ავიარეისები, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კვირაში მხოლოდ ორჯერ შესრულდება.

ამის შესახებ თურქეთის ავიახაზების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის.

მანამდე, რუსეთმა თურქეთში რეგულარული და ჩარტერული რეისები 45 დღის ვადით შეაჩერა.

აღნიშნული კორონავირუსთან ბრძოლას უკავშირდება, ასევე, თურქეთში ინფიცირების მზარდ რიცხვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები