“დღეს პაემანზე ვიყავი” – ნავალნის ცოლის ემოციური პოსტი ქმარზე

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია ციხეში ქმარს ესტუმრა და პოლიტიკოსის მონახულების შემდეგ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც მან დაწერა, ალექსეი ნავალნი არც ამჟამად აპირებს დანებებას და “ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება”.

“დღეს პაემანზე ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პაემანზე. მსოფლიოში ყველაზე მაგარ ბიჭთან ვიყავი პაემანზე. მართალია, დამპატიჟა 3/2კვადრატული მეტრის ოთახში და ვსაუბრობდით სატელეფონო ყურმილითა და შუშის მიღმა, მაგრამ ის ისეთივე მხიარული და ცხოვრებისმოყვარეა. მართალია, საუბარი უჭირს და ზოგჯერ ტელეფონს კიდებს და თავს მაგიდაზე დებს. ძალიან გახდა, სექტემბრის ბოლოსთან შედარებითაც უფრო გამხდარია. ახლა 76 კილოგრამს იწონის მაშინ, როდესაც მისი სიმაღლეა 1.90 მეტრი. ექიმს მასთან ისევ არ უშვებენ. ეს ხომ ნებისმიერი ადამიანის სრულიად კანონიერი მოთხოვნაა, ექიმს ვიზიტის უფლება ჰქონდეს. არასდროს მინახავს ასეთი გამხდარი ადამიანი, მაგრამ ვიცი, რომ დანებებას არ აპირებს. ,,ინსტაგრამში,, მხიარულ პოსტებს წერს, ყურანსაც კითხულობს. მაგრამ, ალექსეისთან შეხვედრის შემდეგ, მასზე კიდევ უფრო ვღელავ. ყველას მოკითხვა შემოგითვალათ. მართალია, ძალა არ ეყო ეთქვა, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”. მაშინ, მე დავამატებ. ის საუკეთესოა. ყველაფერი აუცილებლად იქნება კარგად”, – წერს იულია ნავალნაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები