რუსეთში, კერძო სახლში ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივ შსს-ში განაცხადეს, გარდაცვლილი ბავშვები არიან 2013, 2014, 2016, 2019 და 2021 წელს დაბადებულები.

აღინიშნება, რომ საავადმყოფოში მოთავსებულია 2017 წელს დაბადებული იაროსლავი და 2021 წელს დაბადებული ვარია, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილის ტყუპისცალია. მათ სხეულებზე დამწვრობის 8 და 10% აღენიშნებათ.

მათთან ერთად ასევე საავადმყოფოში არის გადაყვანილი დედა.

მრავალშვილიან ოჯახში ხანძარი 01:45 საათზე გაჩნდა.

გამოძიება დაუდევრობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები