რატი იონათამიშვილი: უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს მანდატის დატოვებას კანონი არ ავალდებულებს, თუმცა, მორალურად ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი “ქართული ოცნებიდან” 6 დეპუტატის წასვლას ეხმაურება.

მისი შეფასებით, მორალურად მართებული იქნება, თუ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ.

“საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატის დატოვებას კანონი არ ავალდებულებს, თუმცა, მორალურად ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ეს ჯანსაღი კონკურენტის გამოწვევა იქნებოდა, რაც კარგია. მანკიერი პრაქტიკაა, როცა ადამიანები ერთი პარტიის რესურსით სარგებლობენ, როცა არჩევნებს იგებენ და შემდეგ პარტიიდან გასული ადამიანები ოპონირებას იმ მანდატით იწყებენ, რომელიც მათთვის ამომრჩეველს არ მიუნიჭებია”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ექვსმა დეპუტატმა დატოვა. ისინი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან, პარლამენტში კი დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით აგრძელებენ საქმიანობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები