ამირან გამყრელიძე: ხვალ ან ზეგ იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტს, დაიწყება თუ არა საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია პრეპარატის მიერ ჯანმო-ს ავტორიზაციის მიღებამდე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ ან ზეგ იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტს, დაიწყება თუ არა საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია პრეპარატის მიერ ჯანმო-ს ავტორიზაციის მიღებამდე.
„Sinopharm-ით ვაქცინაცია დაწყებულია 40-ზე მეტ ქვეყანაში, ძალიან აქტიურად, ისევე როგორც Sinovac-ით, ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილების საფუძველზე. მოგეხსენებათ, რომ ეს ვაქცინა საკმაოდ კარგად მუშაობს. რამდენჯერმე აგიხსენით, რომ ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა, თავის მთავარ დანიშნულებას – რასაც ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირება ჰქვია – ასრულებს ძალიან კარგად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.