გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის 293 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 47 ფაქტი, იმერეთში – 39 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 33 ფაქტი, ქვემო-ქართლში – 28, შიდა ქართლში – 20, აჭარაში – 12, რაჭა-ლეჩხუმში ქვემო სვანეთში – 8 და მცხეთა-მთიანეთშიც 8 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 400 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 65 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 11 ერთეული არარეეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები