დონბასში გვიან ღამით კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – არიან დაჭრილებიც

დონბასში წუხელ გვიან ღამით კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინული მედიის ცნობით, დაპირისპირებისას დაშავდა კიდევ სამი მოქალაქე. შესაბამის ინფორმაციას მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტაბის ცნობით, 13 აპრილს დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ხუთი შემთხვევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან, ცეცხლის რეჟიმი ორჯერ დაირღვა 14 აპრილის დილითაც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოწინააღმდეგე სხვადასხვა სახის შეიარაღებას იყენებს, მათ შორის, მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს, სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები