ირანი 14 აპრილიდან ურანის 60 %-მდე გამდიდრების პროცესის დაწყებას აპირებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, აბას არაღჩის განაცხადებით,  ირანი 14 აპრილიდან ურანის 60 %-მდე გამდიდრების პროცესის დაწყებას აპირებს.

„ირანმა ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს, რომ ურანის 60 %-მდე გამდიდრება იწყება ხვალიდან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ირანში გამდიდრებული ურანის საერთო მარაგები ამ დროისთვის, 4 ტონას აჭარბებს. ამასთან, დღემდე, ურანის გამდიდრება 20 %-მდე ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები