რატი იონათამიშვილი – მელიას საქმეზე: პროკურატურას ბრალდებულთან მიმართებით უფრო ჰუმანური დამოკიდებულება და მიდგომა აქვს, ვიდრე ბრალდებულს საკუთარი თავის მიმართ, ნონსენსია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურატურას ბრალდებულთან მიმართებით უფრო ჰუმანური დამოკიდებულება და მიდგომა აქვს, ვიდრე ბრალდებულს საკუთარი თავის მიმართ, რაც ნონსენსია.

მისი თქმით, ფაქტი მეტყველებს იმაზე, თუ ვის რა ინტერესი აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ამ საქმეზე პოლიტიკური სარჩულის დადებას მუდმივად ცდილობენ, მნიშვნელოვანი სხვაობაა ის, რაც არის საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს შორის. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც მოსამართლე გამოიტანს. პროკურატურას ბრალდებულთან მიმართებაში უფრო ჰუმანური დამოკიდებულება და მიდგომა აქვს, ვიდრე ბრალდებულს საკუთარი თავის მიმართ, რაც არის ნონსენსი. ესეც მეტყველებს იმაზე, ვის რა ინტერესი აქვს ამ საქმეზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები