იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედროების მობილიზება უკრაინაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები, რომელსაც მოსკოვი უკრაინის საზღვრებთან კრებს.

ამის შესახებ ინფორმაციას THOMSON REUTERS FOUNDATION NEWS-ი აქვეყნებს.

”ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა ათასობით საბრძოლო ტექნიკისა  და სამხედროების მობილიზება მოახდინა უკრაინის საზღვრებთან, სადაც 2014 წლიდან, ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსული ჯარის ყველაზე მასობრივი შეკრების ადგილია,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები.

”რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს სამხედრო მობილიზება უკრაინაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეწყვიტოს პროვოკაციები და სასწრაფოდ დეესკალაცია მოახდინოს”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრი კულებასთან პრესკონფერენციაზე.

კულებამ აღნიშნა, რომ კიევს დიპლომატიური გადაწყვეტა სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები