ზელენსკი: მზად ვართ რუსეთის შემოჭრისთვის, ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ვიმყოფებით

“უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის”, – აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტისას ტელეკომპანია CNN-თან გააკეთა.

უკრაინის ლიდერის განმარტებით, ქვეყანას რუსეთის მხრიდან შეჭრის შესაძლებლობა 2014 წლიდან აქვს გააზრებული.

„ცხადია, ჩვენ 2014 წლიდან ვიცით, რომ ეს შეიძლება, მოხდეს. ისინი მზად არიან, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ, რადგან ჩვენს მიწასა და ტერიტორიაზე ვიმყოფებით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები