შალვა პაპუაშვილი: ირაკლი კობახიძის ვიზიტი დიდი ხანია, იგეგმებოდა როგორც ამერიკაში, ისე – ევროპაში, ამ შემთხვევაში, როგორც პარტიის თავმჯდომარის რანგში

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის ვიზიტი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის რანგში დიდი ხანია, იგეგმებოდა როგორც ამერიკაში, ისე – ევროპაში.

მისივე თქმით, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობენ, ოპოზიცია შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაში დაითანხმონ.

“ეს დღეები მიდის მცდელობა,  როგორმე ჩვენი ოპონენტები დაითანხმონ ჩვენმა პარტნიორებმა, რომ შეთანხმება აუცილებელია და ამ აზრამდე მივდივართ. ირაკლი კობახიძე არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ და უკვე დიდი ხანია, იგეგმებოდა მისი ვიზიტი როგორც ამერიკაში, ისე – ევროპაში, ამ შემთხვევაში, როგორც პარტიის თავმჯდომარის რანგში”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები