დონბასში გვიან ღამით უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

გასული ღამის განმავლობაში დონბასში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის სამხედრო დაჯგუფებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩვიდმეტჯერ დაარღვიეს და აკრძალული საბრძოლო მასალა – ნაღმტყორცნები და ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს.

ცნობისთვის, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა აპრილის დასაწყისიდან უკიდურესად დაძაბულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები