აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

აქტივისტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელებისთვის 5-დღიანი საკარანტინო რეჟიმის მოხსნას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ენგურთან ტრაგედია არ მოხდებოდა, რომ არა სავალდებულო კარანტინი. პროტესტის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან სურდათ შეხვედრა. აქტივისტების ნაწილმა შენობაში შესვლა სცადა, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები