კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში არარეგისტრირებული 3 სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ცნობით, დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები ამოღებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში.
“მოქალაქეებს სახერხი საამქროები საცხოვრებელ სახლებსა და სპეციალურად მოწყობილ შენობაში ჰქონდათ განთავსებული.
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.