პრემიერმა ევროპელ ლიდერებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებთან ერთად ეკონომიკური თანამშრომლობის გაღმავების საკითხები განიხილა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იყო ის დეტალები, რაც უნდა მოხდეს საქართველოს მიერ სავაჭრო და თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერამდეც და ხელმოწერის შემდეგაც. პრემიერ-მინისტრს იმედი აქვს, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი მიზნის მისაღწევად და ერთ დღეს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განვხადებით, ივნისში ბრიუსელში საქართველოს პოტენციური ინვესტორების კონფერენცია გაიმართება. მისივე თქმით, ეროვნული ეკონომიკა მიმდინარე წელს 5-6 პროცენტით უნდა გაიზარდოს.