ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
„მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია.
ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას.
უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით მიჰყვეთ რეკომენდაციებს, ატაროთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია“, – წერს ნოდარ ტურძელაძე.