ჭიათურაში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა – გივი მოდებაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და “ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო კომბინატის დირექტორ ჯემალ ხარაიშვილთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.
ამის შესახებ “კვირას” ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
“ეს არის დღე, რომელმაც გაგვაერთიანა იმ საერთო მიზნისთვის, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება ჰქვია. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას, იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შეეწირნენ. მათი გმირობა საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც თავგანწირვის, ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
მამა გიორგი წერეთელმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.