ჩხოროწყუში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორიალთან საჯარო სკოლების, კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს, ასევე, 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლაიას საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები