ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II მეუღლე, ედინბურგის ჰერჰოგი ფილიპე გარდაიცვალა.
ინფორმაციას Twitter-ის გვერდზე ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.
პრინცი ფილიპი 10 ივნისს 100 წლის გახდებოდა.
”ღრმა მწუხარებით, მისმა უდიდებულესობამ, დედოფალმა გამოაცხადა საყვარელი ქმრის, მისი სამეფო უდიდებულესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს გარდაცვალება”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
საბერძნეთისა და დანიის ყოფილი პრინცი, ედინბურგის ჰერცოგი, გაერთიანებული სამეფოს პრინც-კონსორტი, ელისაბედ II-ის მეუღლე – 1921 წლის 10 ივნისს საბერძნეთში, კერკირში დაიბადა.
ის იყო საბერძნეთის მეფის, გეორგ I-ის შვილიშვილი. 1947 წელს იქორწინა ელისაბედზე და მართლმადიდებლობა ანგლიკანური ეკლესიით შეცვალა.
ელისაბედსა და ფილიპეს ოთხი შვილი ჰყავთ: უელსის პრინცი, ჩარლი; პრინცესა ანა; პრინცი ენდრიუ, იორკის ჰერცოგი და პრინცი ედვარდი, უესექსის გრაფი.