გიორგი ვაშაძე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი იყოს ყველა ოპოზიციური პარტია

“ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი იყოს ყველა ოპოზიციური პარტია”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება აუცილებლად უნდა შედგეს.

„ვფიქრობ, პროცესი უნდა დაიძრას და ჩვენც მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პირველი – მესამე რაუნდი ჩატარდეს, მეორე – დოკუმენტში ასახული უნდა იყოს ხუთივე საკითხთან მიმართებით გადაწყვეტა, მათ შორის, პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე, რიგგარეშე არჩევნებზე უნდა იყოს კონკრეტული გზა. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი იყოს ყველა ოპოზიციური პარტია. მე ვთქვი, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ გვიჭირს და არც არასდროს გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ყველამ მოაწეროს დოკუმენტს ხელი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები