ბლინკენმა განმარტა ბაიდენის გამონათქვამი პუტინზე, რომ ის “მკვლელია”

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განმარტებით, ვლადიმერ პუტინის შესახებ ჯო ბაიდენის გამონათქვამები პოლიტიკური პრაგმატიზმია.

ამის შესახებ მან Washington Post-თან საუბარში თქვა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ შეიძლება, ბაიდენი პუტინს “მკვლელს” უწოდებდეს, ამასთანავე, თანამშრომლობას ცდილობდეს.

დიპლომატის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი “მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან” გამომდინარე პოლიტიკას ატარებს.

“ის მკაფიოდ ორ რამეს ხედავს. მისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთს პასუხი აგებინოს ნებისმიერი მტრული ქმედებისთვის, რომელსაც ის ახორციელებს. ამასთან, რჩება ღია თანამშრომლობისთვის ისეთ სფეროებში, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს”, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

რამდენიმე დღის წინ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ არ განმარტა, იყო თუ არა ბაიდენის სიტყვები მეტაფორა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ “თავს არ შეიკავებს” გამონათქვამებში საკუთარი პოზიციის გამოხატვის დროს, არც პირდაპირ კონტაქტებში რუსეთის ხელისუფლებასთან და არც საჯარო შეფასებებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები