ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ „კვირას“ პარლამენტიდან აცნობეს.

ქვეყანაში არჩევნები პირველად, შერეული სისტემით ჩატარდა, რაც გულისხმობდა როგორც საარჩევნო ბიულეტენების გამოყენებით ასევე, ელექტრონულად ხმის მიცემის შესაძლებლობას.

„ბულგარეთში, შერეული სისტემით, პირველად ჩატარდა არჩევნები, რაც ამომრჩეველს შესაძლებლობას აძლევდა, სასურველი კანდიდატისთვის ხმა, საარჩევნო ბიულეტენების საშუალებით ან ტექნოლოგიების გამოყენებით მიეცათ.

ჩემთვის, როგორც საქართველოს წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებით საინეტესო იყო ეს ნოვაცია, თუ როგორ იმუშავა ამ ტექნოლოგიამ, ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში, ვინაიდან მიმდინარე წელს, ჩვენს ქვეყანაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა იგეგმება”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები