“ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის დიდი პატივია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭება” – გიორგი დონაძე

“პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, დიდი პატივია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭება. საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება იყო ცალსახად მართებული და დროული”, – ასე აფასებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე პრემიერმინისტრის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

“ჩვენ ვალდებულნი ვართ, ანზორ ერქომაიშვილის სახელის უკვდავსაყოფად გავაგრძელოთ მის მიერ დაწყებული პროექტები და განვახორციელოთ მისი იდეები. მთელი ერის სურვილით, უდიდესი მოღვაწე ღირსეულად დაიკრძალა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში”, – განაცხდა გიორგი დონაძემ ჟურნალისტებთან.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიცირებით, დღეს პრემიერმინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.

ცნობილი ლოტბარი, ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელი და “ქართული ხმების შემგროვებელი “, როგორც მას ფოლკლორულ წრეებში უწოდებდნენ, 31 მარტს კოვიდინფექციის შედეგად გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები