საპატრიარქოსთან ილია მეორის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
საპატრიარქოსთან მრევლის ნაწილი პატრიარქის მხარდასაჭერად შეიკრიბა.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ამ ფორმით ილია მეორეს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხებული ნაწილისგან იცავენ.
აქციაზე იმყოფება მომღერალი ნატო დუმბაძეც, რომელიც ამბობს, რომ ეკლესიის გახლეჩა არ შეიძლება.
„აქ ვიმყოფები, რომ გამოვხატო ჩემი სიყვარული უწმინდესისადმი, მშვიდობიანი სიყვარული მოვუტანეთ პატრიარქს, ძალიან ბევრი ცილისწამება ისმის. ისეთი ჟამიანობაა ახლა, რომ არც ეკლესიის და არც საქართველოს შუაზე გახლეჩა არ შეიძლება. ასეთი უწმინდესი არავის ჰყავს მსოფლიოში. მოვედით, რომ გამოვხატოთ პატრიარქისადმი სიყვარული“, – განაცხადა ნატო დუმბაძემ.