აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 2 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 2 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან რესპუბლიკაში 276 464 ფაქტი დადასტურდა.
ოპერატიული შტაბის მონაცემით, ვირუსს კიდევ 37 პაციენტი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან 3 780-ე ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, ვირუსის დამარცხება სულ 244 540-მა პირმა შეძლო, 28 144 კი მკურნალობს.