აშშ-მა პეკინში ოლიმპიურ თამაშებს შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს

აშშ მოკავშირეებთან ერთად 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესაძლებლობას განიხილავს, რომელიც პეკინში ჩატარდება.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს სურს “ბოიკოტის საკითხის განხილვა მოკავშირეებთან, საკითხის მიმართ კოორდინებული მიდგომა არა მხოლოდ ჩვენს ინტერესშია, არამედ – მოკავშირეებისაც”.

თებერვალში 180-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ასევე, ჩინეთში მცხოვრებმა უმცირესობებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართეს, რომ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადონ, უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო.

მარტის ბოლოს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა – ანტონიუ გუტიერეშმა თქვა, რომ სურს, ადგილზე დელეგაცია გაგზავნოს, რათა მუსლიმი უმცირესობების მდგომარეობაზე მოხდეს დაკვირვება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ტომას ბახი აცხადებს, რომ ბოიკოტი საკითხზე არასწორი პასუხია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები