თორნიკე რიჟვაძე: თუ საჭირო გახდა, წერტილოვანი შეზღუდვების თავიდან შემოღება არ გამოირიცხება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, წერტილოვანი შეზღუდვები გამორიცხული არაა.
მან მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვიკენ მოუწოდა.
„ვითარება უკვე საყურადღებოა. მოქალაქეებს მინდა, ვთხოვო, გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების მინიმალური რეკომენდაციების დაცვა, რათა შევძლოთ, შემდგომი კვირები წარმატებულად ვმართოთ პროცესი და ზაფხულისთვის უკვე მოგვეცეს საშუალება, მივიღოთ ტურისტები. თუმცა, თუ საჭირო გახდა, არ გამოირიცხება წერტილოვანი შეზღუდვების თავიდან შემოღება, რადგან ეს არის ერთ-ერთი ეფექტური გზა ამ გლობალურ გამოწვევასთან საბრძოლველად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.