ლევან ნიკოლეიშვილი – სერგი კაპანაძეზე: ისღა დარჩათ, განაცხადონ, რუსეთს თუ ომში მშვიდობიანი მოსახლეობა არ დახვდებოდა, ეგ რა ომი იქნებოდაო

„ისღა დარჩათ, განაცხადონ, ლიახვის ხეობის მოსახლეობის ევაკუაცია იმიტომ არ განვახორციელეთ, ბევრნი იყვნენ და გამოსვლის დროს ერთმანეთს ხელს შეუშლიდნენო ან მერე რუსეთს თუ ომში მშვიდობიანი მოსახლეობა არ დახვდებოდა, ეგ რა ომი იქნებოდაო,“ – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებას ეხმიანება.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

„საქართველომ დაიწყო ომი“ – ხელს აწერენ რეზოლუციას „ნაციონალური მოძრაობის წევრები;

ახლა ისღა დარჩათ, განაცხადონ, ლიახვის ხეობის მოსახლეობის ევაკუაცია იმიტომ არ განვახორციელეთ, ბევრნი იყვნენ და გამოსვლის დროს ერთმანეთს ხელს შეუშლიდნენო ან მერე რუსეთს თუ ომში მშვიდობიანი მოსახლეობა არ დახვდებოდა, ეგ რა ომი იქნებოდაო…

ან გმირი ბიჭების გვამები იმიტომ მივატოვეთ, რომ პატრიარქისთვის, მღვდლებისა და ბერებისთვის საშუალება მიგვეცა, ქრისტიანულად მოქცეულიყვნენო…

და საერთოდ, 2008 წლის ომი იმისთვის გვჭირდებოდა, მსოფლიოს გაეგო, რომ რუსეთი ოკუპანტიაო, ისე ესეც გაქვთ ნათქვამი, თუ ფიქრობთ მაინც, რომ თქვათ მომავალში… არ გამიკვირდება!

რაც მიკვირს, ისაა, სად არიან სამოქალაქო აქტივისტები. კვერცხები აღარ გაქვთ თუ სერგი კაპანაძეს ეთანხმებით, თუ ეგ ხომ თქვენიანია“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ,,ფეისბუქში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები