ზელენსკი: დონბასში ომს მხოლოდ რეფორმები ვერ შეაჩერებს, აუცილებელია ნატო-ს წევრობა

​უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში ომს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაასრულებს.

ამის შესახებ მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრის დროს თქვა.

ინფორმაციას ზელენსკის პრესსამსახური ავრცელებს.

“ჩვენ არმიისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებას ვცდილობთ, მაგრამ რუსეთს მხოლოდ რეფორმებით ვერ შევაჩერებთ. ნატო ერთადერთი გზაა დონბასში ომის შესაჩერებლად. უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზება რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება”, – უთხრა ზელენსკიმ სტოლტენბერგს.

საუბრის დასრულების შემდეგ, სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები