ჩრდილოეთ კორეამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვა

ჩრდილოეთ კორეა ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ფხეხიანში ამგვარი გადაწყვეტილება სპორტსმენების კორონავირუსისგან დაცვის სურვილით ახსნეს.

ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი წერს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული, რომელიც 25 მარტს ჩატარდა.

მარტის დასაწყისში სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიადამ შესაძლოა, სეულსა და ფხენიანს შორის დიალოგის განახლებას, ასევე, ჩრდილოეთ კორეას, აშშ-სა და იაპონიას შორის ურთიერთობის აღდგენას შეუწყოს ხელი.

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 23 ივლის-8 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება. შარშან ასპარეზობა პანდემიის გამო გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები