მოსკოვი ვაშინგტონს დონბასში კიევის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების შედეგებზე აფრთხილებს

მოსკოვსა და ვაშინგტონის წარმომადგენლებმა დღეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში შექმნილი ვითარება განიხილეს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, ამერიკულ მხარეს ამომწურავად განუმარტეს ის, რაც ხდება.

მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთით, კიევისა და მისი დასავლელი მფარველების მხრიდან შეინიშნება მზარდი პროვოკაციული და გამომწვევი ხაზი.

“ვიშინგტონში შეშფოთებული უნდა იყვნენ ამ კოორდინებული პოლიტიკის შედეგებით. ამ თემასთან დაბრუნების აზრს აღარ ვხედავ”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა რუსეთს მიმართა, განმარტოს უკრაინის სასაზღვრო ზონაში პროვოკაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზად არის, პროცესში ჩაერთოს.

„რუსეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ესკალაციური მოქმედებებისგან. ჩვენ რუსეთს ვთხოვეთ ამ პროვოკაციების განმარტება. მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან რაც მივუთითეთ, დარწმუნების გზავნილია. რა თქმა უნდა, რუსები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მეზობლების დაშინებას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები