რობერტ ქოჩარიანი: სომხეთისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს თურქეთი წარმოადგენს, მან შესაძლოა, აჭარის მსგავსი ექსპანსია მოახდინოს

სომხეთის მეორე პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ სომხეთისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს თურქეთი, რადგან მან შესაძლოა, “აჭარის მსგავსად, რესპუბლიკის ექსპანსია მოახდინოს”.

ამის შესახებ ქოჩარიანმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა “პოზნერ”-ში განაცხადა.

“თურქეთის მხრიდან საფრთხე ჩვენთვის ისტორიულია, ექსზისტენციალური. ის სომხების მიერ საფრთხედ აღიქმება და უნდა ვთქვა, რომ ჩვენს აღვიქვამთ თურქეთს, როგორც საფრთხეს”, – თქვა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, სომხეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ თურქეთი საზღვრის გახსნის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს, რათა რესპუბლიკა აჭარის მსგავსად აქციოს, სადაც დიდი დოზით ბიზნესსა და ეკონომიკაშია.

“აქ გარკვეულ საფრთხეს ვხედავ. ზოგადად, რუსეთისადმი ჩვენი ორიენტირი აღიზიანებს არა მხოლოდ თურქეთს, არამედ – ამერიკელებსაც. სომხეთის გეოპოლიტიკური ვითარების შესაცვლელად ძალიან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაცია”, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი განმარტებით, საუბარია არაკომერციულ სტრუქტურებზე, რომლებსაც პირობითად უწოდებენ “სოროსელებს”. ქოჩარიანის თქმით, ეს სტრუქტურები ნეოგლობალისტურ იდეებისა და ფასეულობების პროპაგანდას ახდენენ, რაც სომხურ იდენტობას ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები