დუბაიში შიშველი ფოტოსესიისთვის 40 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, რუსეთის 8 მოქალაქე

შიშველი ფოტოსესიისთვის დუბაიში 40 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 8 რუსეთის მოქალაქეა. ფოტოსესიის ამსახველი ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გოგონებისთვის ფოტოსესია დუბაის საკურორტო რაიონის ერთ-ერთი ცათამბჯენის – Dubai Marina-ს აივანზე მოეწყო.

დაკავებულ გოგონებს 6- თვიანი პატიმრობა და 1390 დოლარის ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ, ფოტოსესიის ორგანიზატორებს კი – თავისუფლების 1,5 წლით აღკვეთა და 14 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის დაწყებასთან დაკავშირებით შესაძლოა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ დაკავებულები შეიწყალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები