ნიგერიაში საპატიმროდან 1,5 ათასამდე პატიმარი გაიქცა

ნიგერიაში, იმოს შტატის ქალაქ ოვერის საპატიმროდან 1,5 ათასამდე პატიმარი გაიქცა.

ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პატიმრების გაქცევა წინ უძღოდა ის, რომ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ციხის კედელი ააფეთქა და შენობაში შევიდა.​

თუმცა, გაზეთი Vanguard წერს, რომ შენობა შტურმით აიღეს, რა დროს სულ მცირე ერთი პოლიციელია დაღუპული.

ამჟამად გაქცეულთა სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

The Guardian-ის ინფორმაციით, პარალელურად, ბოროტმოქმედებმა ციხესთან ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაზეც მიიტანა იერიში, საიდანაც ასევე წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები გაიქცნენ. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა შენობას ცეცხლი მოუკიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები