აშშ-ში გუანტანამოს ციხის ყველაზე საიდუმლო ბლოკი დახურეს

აშშ-ის მთავრობამ “ბანაკი-7”-ის დახურვის შესახებ განაცხადა, რომელიც არის გუანტანამოს ციხის ერთ-ერთი ზონა, სადაც ყველაზე საშიში პატიმრები იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობაზე დაყრდნობით წერს.

ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე დაცულმა და დახურულმა საპატიმრო კომპლექსმა არსებობა შეწყვიტა არა იმიტომ, რომ მასში არავინ იყო, არამედ – “აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების შესაბამისად, გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ”.

აღინიშნება, რომ “ბანაკი-7”-ში მყოფი 40-ვე ტუსაღი უსაფრთხოდ, “ყოველგვარი ინციდენტის გარეშე” იქნა გადაყვანილი “ბანაკ-5”-ში

გუანტანამოს ციხე გუანტანამოს ყურის საზღვაო ბაზაზე მდებარეობს. იგი შეიქმნა 2002 წლის იანვარში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ და მასში სასჯელს განსაკუთრებით საშიში ტერორისტები იხდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები