ჩინეთის საგარეო უწყება: მდიდარმა ქვეყნებმა მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტი შექმნეს

“განვითარებულმა ქვეყნებმა მსოფლიოში წარმოებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 60%-მდე შეიძინეს, რითაც შექმნეს პრეპარატის უკმარისობა ღარიბ ან განვითარებად ქვეყნებში”, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვინ ი-მ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში “ვაქცინური ნაციონალიზმია” გამყარებული.

“მდიდარმა ქვეყნებმა, რომლებზეც მსოფლიოს მოსახლეობის 16% მოდის, ვაქცინის 60% იყიდეს. ზოგიერთმა მდიდარმა ქვეყანამ პრეპარატის ისეთი რაოდენობა შეუკვეთა, რაც მათ მოსახლეობას სამჯერ ან ოთხჯერ აღემატება”, – თქვა დიპლომატმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კონტრასტშია იმასთან, რომ ძალიან ბევრი განვითარებადი ქვეყანა აწყდება ვაქცინის დეფიციტს, უამრავი სახელმწიფო კი განიცდის სირთულეს თუნდაც ერთი დოზის მიღებისას.

ვან ი-ს თქმით, ჩინეთი 80-ზე მეტ ქვეყანასა და სამ საერთაშორისო ორგანიზაციას ვაქცინით დაეხმარა, ასევე, განახორციელა 40-ზე მეტ ქვეყანაში პრეპარატის კომერციული მიწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები