NYT: აშშ-მა ერთ-ერთ ქარხანაში AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოება დახურა

აშშ-ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს, ბალტიმორში, Emergent Biosolutions ქარხანაში, ბრიტანულ-შვედური კომპანიის AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “The New York Times​” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც შეცდომით ორი სხვადასხვა პრეპარატის კომპონენტების შერევა მოხდა ერთმანეთში და კომპანია Johnson&Johnson​-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 15 მილიონი დოზა გაფუჭდა. აქედან გამომდინარე ახლა მთელი წარმოება Johnson&Johnson-ის კონტროლს დაექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები