ინდონეზიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროსთან 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მათი მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 18:42 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ამბონიდან 158 კილომეტრში​, მალუკუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი იყო, სადაც 500 ათასი მოსახლეა.

ინფორმაცია დაშავებულების​​ ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა, ასევე არ არის ცუნამის საშიშროება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები