საფრანგეთში საყოველთაო „ლოკდაუნი“ და კომენდანტის საათი გამოცხადდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საყოველთაო ოთხკვირიანი „ლოკდაუნი“ გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ მან ტელეარხ France24-ის ეთერში განაცხადა.

დღეიდან, ქვეყნის 19-ვე რეგიონში 19:00 საათიდან კომენდანტის საათი იმოქმედებს. ასევე აკრძალულია გადაადგილება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე იზოლაციის ადგილიდან 10 კილომეტრის რადიუსით.

სკოლები და საბავშვო ბაღები 3 კვირით დაიხურება. გარდა ამისა, მუშაობას შეწყვეტენ არასასურსათო დანიშნულების მაღაზიები. „ლოკდაუნის“ მიზეზი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდაა. მაკრონის თქმით, დაავადებულთა 44 % რეანიმაციაში იმყოფება და ისინი 65 წლამდე ასაკის არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები