“საქართველოში ვინც ვცხოვრობდით 90-იან წლებში, რაღაცები ვიცით, ჩვენ გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი” – ვახტანგ მეგრელიშვილი გიორგი რურუაზე

„არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ყველაფერი მსმენია რურუების ოჯახის შესახებ”, – ასე პასუხობს პარტია „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი კითხვას – რა იცის ოპოზიციამ გიორგი რურუას შესახებ.

მისი თქმით, საქართველოში ვინც ცხოვრობდა 90-იან წლებში, მათ გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი.

„არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ყველაფერი მსმენია საერთოდ რურუების ოჯახის შესახებ. თავს ხომ არ მოვიტყუებთ. ყველამ, საქართველოში ვინც ვცხოვრობდით 90-იან წლებში, რაღაც-რაღაცები ვიცით, ჩვენ გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის არაფერთან“, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები