“ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება
პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა.
არსებული ინფორმაციით, სხდომებზე საუბარი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება.
„16:30 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს, ხოლო 17:30 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.