ვლადიმერ პოზნერი ცხინვალში მიიწვიეს

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ვლადიმერ პოზნერი თბილისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ე.წ. რესპუბლიკაში მიიწვია.

ამის შესახებ ბიბილოვის ე.წ. პრესსამსახურის უფროსმა, დინა გასიევამ განაცხადა.

“არ ვისურვებდით, რომ თბილისში მომხდარი სკანდალი უარყოფითად აისახოს კავკასიის სტუმართმოყვარეობის იმიჯზე. სამხრეთ ოსეთი სიამოვნებით იწვევს რესპუბლიკაში ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ნებისმიერი დღესასწაულის აღსანიშნავად ან უბრალოდ დროის გასატარებლად”, – თქვა მან.

გასიევას თქმით, “სამხრეთ ოსეთში არ გაკვირვებიათ ის უმსგავსო ქმედება, რომელიც თბილისში ვლადიმერ პოზნერის ჩასვლას უკავშირდება”.

“მსოფლიოში გაპიარებულმა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ უკვე დიდი ხანია, აჩვენა თავისი ნამდვილი სახე – საქართველოში ტურისტებს პირველად არ ემუქრებათ საფრთხე და, პირველ ყოვლისა, ეს ეხებათ მათ, ვინც რუსეთიდან ჩადის”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ “სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა და ხალხი ძალიან ბედნიერი იქნება, მიიღოს პატივცემული ტელეწამყვანი და ჟურნალისტი”.

ანალოგიური განცხადება გააკეთა გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ და პოზნერი ე.წ. რესპუბლიკაში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები