აზერბაიჯანის მმართველი პარტიის მიწვევით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია აზერბაიჯანში იმყოფება
აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, 14-16 ივნისს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება.
როგორც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე – „რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში: მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
“პანელური დისკუსიის ფორმატში, ვარლამ ლიპარტელიანი სიტყვით გამოვა”, – წერია ინფორმაციაში.