მიხეილ ყაველაშვილი მოხარულია, რომ დღეს „სტუდფესტი 2026″-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მოხარულია, რომ დღეს „სტუდფესტი 2026″-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სტუდენტების, სპორტსმენების, სამთავრობო გუნდისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობა ამ გარბენში მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა თითოეული მოქალაქის საერთო პასუხისმგებლობაა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დღეს საზოგადოება ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ დგამს, არის ინვესტიცია ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, იმ საოცარი მუხტისა და ენერგიისთვის, რომელიც გარბენისას იგრძნობოდა და დასძინა, რომ მათი ენთუზიაზმი ნამდვილად სამაგალითოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები