ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა, გადავუხადო ფონდ „ქართუს”, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს; სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე 

“მადლობა მინდა, გადავუხადო ფონდ „ქართუს”, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის – „შეუზღუდავი შესაძლებლობები” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითა და საკანონმდებლო რეფორმით, პარალიმპიური მოძრაობა ოლიმპიურთან გათანაბრდა, ხოლო პარაათლეტების, მათი მწვრთნელებისა და ექიმების სტიპენდიები და პრემიები ოლიმპიელთა ანაზღაურებასთან სრულად შესაბამისობაში მოვიდა.

„მოხარულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმაც სათანადოდ შეაფასა. ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა წინ – 2028 წლის ლოს ანჯელესის თამაშები, სადაც, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი მიღწევა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი იქნება კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი წინ. ყველას მინდა, ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ფილმის ავტორებს – ბაჩო ოდიშარიას, არაჩვეულებრივი ფილმისთვის, გიორგი გრძელიშვილს, ფილმის პროდიუსერს და მთლიანად გუნდს. მადლობა მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ფონდ „ქართუს”, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არამარტო ამ ფილმის მხარდაჭერისთვის, ფილმშიც იყო აღნიშნული, რომ სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებაზე, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე და ეს ფილმიც ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოხატულებაა. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს”. ასევე, ამ ფილმში აღნიშნული იყო განსაკუთრებული ერთობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული პარასპორტსმენებს შორის, აქ განსაკუთრებული როლი აქვს, რა თქმა უნდა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და მისი როლიც აღინიშნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პარასპორტსმენები ასე უდგახართ ერთმანეთს გვერდში და ყველა ერთად ასე უდგახართ გვერდში ჩვენს ქვეყანას, და სახელმწიფოს. მადლობა იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე ასწიეთ ჩვენი დროშა, ააჟღერეთ ჩვენი ჰიმნი, მომავალში კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები