ბჟანიამ პოზნერი აფხაზეთში მიიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რუსი ჟურნალისტი, პირველი არხის ტელეწამყვანი, ვლადიმერ პოზნერი ე.წ. რესპუბლიკაში მიიწვია.

ინფორმაციას ე.წ. პრესსამსახური ავრცელებს. ბჟანია თბილისში განვითრებული მოვლენების გამო შეშფოთებულია.

“აფხაზეთის მოსახლეობა გაოგნებულია იმ ვითარების გამო, რომელიც თქვენს ირგვლივ შეიქმნა თბილისში სტუმრობის დროს. ე.წ. კავკასიელების ამგვარი ქმედება მხოლოდ შეშფოთებას თუ გამოიწვევს, რომლებმაც დაარღვიეს კავკასიელი ხალხების საუკუნოვანი ტრადიციები. პატივისცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, აფხაზეთში გელოდებიან. გეპატიჟებით, თქვენთვის მოსახერხებელ დროს, რომ რესპუბლიკას ეწვიოთ”, – ნათქვამია პოზნერისადმი ბჟანიას მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები