პრემიერმინისტრმა ივანე მაჭავარიანსა და გოჩა ლორთქიფანიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა

საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა ყოფილ მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ გოჩა ლორთქიფანიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„მოგეხსენებათ, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, ასევე, ბატონი ვანო მაჭავარიანი გადადგნენ თანამდებობებიდან. ბატონი ვანო მაჭავარიანი აპირებდა გადადგომას ჯერ კიდევ დეკემბერში, როგორც მან აღნიშნა, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა, მას ჩვენი მთავრობის და გუნდის სახელით გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატება თავის შემდგომ საქმიანობაში. ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, მოგეხსენებათ, მიემგზავრება ჰააგაში. გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მე მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას და ვუსურვო წარმატება”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები