შრომის ინსპექციამ “ვინოტელი” დააჯარიმა

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის განცხადებით, ობიექტი, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად იმყოფება, დაჯარიმდა.

მათივე განცხადებით, ობიექტს მიეცა გაფრთხილება, რომ მიმდინარე სოციალური ღონისძიების დაშლა მოხდეს.

„შრომის ინსპექციამ ზედამხედველობა განახორციელა და აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის დაჯარიმდა ობიექტი. რაც შეეხება პირების მიერ დარღვევას, შესაბამისი სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას აღნიშნულ ქმედებაზე. აღნიშნულ ობიექტსაც მიეცა მკაცრი გაფრთხილება ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით. თუ გამოვლინდება განმეორებით აღნიშნული ქმედების განხორციელება, ბუნებრივია, იქნება შესაბამისი რეაგირება და მასალები გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს“,- განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები