ავიწყდებათ, რომ სააკაშვილი იწვევდა პოზნერს, ნიკიტა მიხალკოვს, ქსენია სობჩაკსა და სხვებს საქართველოში და მათთან ერთად ქეიფობდა, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ოპოზიციის ნაწილის მიერ, პოზნერის საქართველოში შემოსვლის გაპროტესტებას.
აბაშიძემ ხოშტარიას ჩეკისტების სკოლის კურსდამთავრებული უწოდა და აღნიშნა, რომ “მრავალსტანდარტიანი და მოკლე მეხსიერებისაა ნაცსექტა”.
“ჩეკისტების სკოლის კურსდამთავრებული იელენა ხოშტარია, რუსეთუმე მინდია გულუას ხელის ბიჭი მაქარაშვილი, სააკაშვილის კიევის ოფისის დეკორაციები და ნაცსექტის სხვა მჩხავანა მარიონეტები აპროტესტებენ ამერიკის მოქალაქე პოზნერის სტუმრობას საქართველოში.
ავიწყდებათ, რომ თავად სააკაშვილი იწვევდა პოზნერს, ნიკიტა მიხალკოვს, ქსენია სობჩაკსა და სხვებს საქართველოში და მათთან ერთად ქეიფობდა…
როგორი მრავალსტანდარტიანი და მოკლე მეხსიერებისაა ნაცსექტა”, – წერს აბაშიძე.